.სს “თელასი”: 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის საბურთალოსა და გლდანის რაიონების კონკრეტულ უბნებში

19 hours ago 2

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ანჯაფარიძის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა