სსფ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას „მყარს“ უწოდებს და 2026 წლისთვის 6.5%-ით ზრდას პროგნოზირებს

4 hours ago 2
Photo: gcca.gov.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ  „გლობალური გამოწვევების“ მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა „მყარია“. ამასთან, სსფ 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.5%-ით ზრდას და ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებას პროგნოზირებს.

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის (IV მუხლის კონსულტაციები) ანგარიშის დასრულების შესახებ 10 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეალური მშპ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია. ამავე პრესრელიზის თანახმად, „ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ზე ქვემოთ შემცირდა“.

სსფ-ის შეფასებით, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად შეესაბამებოდა ფონდის რეკომენდაციებს.

საბჭოს რეკომენდაციით, მონეტარული პოლიტიკა „სათანადოდ მკაცრი“ უნდა დარჩეს და რომ საერთაშორისო რეზერვების დაგროვება შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს. საბჭოს ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის ჩარჩოს გაძლიერების საჭიროებას, რათა „გაძლიერდეს ინსტიტუციური სანდოობა და პოლიტიკის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა