თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველმა ბიძგებმა 3,9 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრების ეპიცენტრი მარმარის ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
სტიქიას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა – მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.