CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ გლოსის ოჯახს, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გალინას შვილი იყო.
მაიკლ გლოსი უკრაინაში 2024 წელს რუსეთის მხარეს იბრძოდა, თუმცა უკრაინელთა საარტილერიო დაბომბვაში მოყვა და მოკვდა.
უიტკოფმა პუტინის მიერ აღნიშნული მედალის გადმოცემას “თანაგრძნობის აქტი” უწოდა და თქვა, რომ ამით საერთო მწუხარება და ომის დასრულების სურვილი გამოიხატა რუსეთის მხრიდან.