სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

4 hours ago 3
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გამკაცრებით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს.

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 14 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დააკისრა რუსეთს 253,018,000 ევროს გადახდა 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

საქმე ეხებოდა 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებულ „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც უზღუდავდა ადამიანებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების თავისუფლად გადაკვეთას.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა