პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” სპეციალური განცხადებით ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას:
“ვგმობთ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას. უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ არათუ ლეგიტიმური ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება საერთოდ არ გვყავს. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა რუსულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებად, რომლის მთავარი ხელწერა არის სისტემური ძალადობა საკუთარ ხალხზე.
თითქმის 2 თვიანმა პროტესტმა აჩვენა, რისი ეშინია ხელისუფლებას, აჩვენა გზა, როგორ უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას, რომ უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ერთად საქართველოს, მისი თავისუფლებისა და ჩვენი მომავლის გადასარჩენად” – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის”
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს