“სტრატეგია აღმაშენებელი” მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავების ფაქტს:
“სტრატეგია აღმაშენებელი” სრულ სოლიდარობას უცხადებს გია ბარამიძეს, მის ოჯახს და გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავების ფაქტს.
ეს ფაქტი არის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიებისა და ავტორიტარული მეთოდების მორიგი თვალსაჩინო გამოვლინება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით მძიმე ბრალდებების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, რომლის ერთადერთი მიზანი ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
paraleli პოლიტიკა