“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და თქვა
“თქვენ კარგად იცით, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო – “სტრიკაზა”. სტრიკაზა არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე. ეს არის ერთადერთი რაზეც შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად უინტერესოა ეს ადამიანი ჩვენთვის”- თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან .
ცნობისთვის, “სტრეკოზ” რუსული ბარბარიზმია და ქართულად, ნემსიყლაპიაა. “სტრიკაზა” – თავის მხრივ, როგორც ჩანს, ბარბარიზმის ბარბარიზმია.
შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა თქვა:
“ოცნება რეალურად შექმნილია, რუსეთის გეგმით, როგორც ჩანს. შეიძლება, ეს პირველივე დღიდან ვერ დავიონახეთ. მე პირადად შემიძლია, ჩემზე ვთქვა, ბ ევრმა ვერ დაინახა. ვიღაც დღეს იჩემებს, რომ მე პირველივე დღიდან ვიცოდი, მაგრამ ეს არ ჩანდა დიდხანს სანამ “ოცნება” რჩებოდა ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, სანამ მისი პრიორიტეტი შეცვლილი არ იყო, სანამ ცდილობდა შეესრულებინა რეკომენდაციები. მაგარმ რაღაც მომენტში დადგა დრო, როცა რუსეთმა გააძლიერა თავისი ზეწოლა ამ ჯგუფზე, გუნდზე და მოითხოვა მიეღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც მოლაპარაკებების შეწყვეტას გულისხმობს”

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·