WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

,,აბა მზია ამაღლობელიო?
აბა სოლიდარობაო?
ჯერ კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან,
მერე ცრემლი და ჟღვინტი ძლივს შეუშრეს, მერე მამიდებმა და დეიდებმა იმდენი საჭმელი აგზავნეს, სულ დასუქებულები და უახლესი ტექნიკით აღჭურვილები გამოვიდნენ კომფორტციხეებიდან…
ვის გაუგია საკნიდან რამის წამოღება ბიჭო???
შეგეკრათ პირი, არ მიგემართათ თქვენთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის, არ გეხოხათ მუხლებზე და არ გამოსულიყავით არცერთი, სანამ მზია არ გათავისუფლდებოდა!!!
მაგრამ სად შეგიძლიათ საკუთარი გაზულუქებული ცხოვრების კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ის კი არა, მიტინგზეც არ წავალთ სახლში ხაჭაპური და მწვადი გვიცივდებაო…
თფუი თქვენი ქართველობა…
არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება, მაგრამ ამათი შემხედვარე…
მოკლედ, 2011 წელს არნახული, არათბილისური, არა ქართველური პროვოკაცია რომ მომიწყვეს და მერე ითხოვდნენ 9-15 წლამდე მუხლს განზრახ მკვლელობის მცდელობით, ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა!
ერთი, რომ ციხეებში მყოფმა თითქმის ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ თითო წელს მოიმატებენ, და არ მისცემენ უფლებას მე დილეგში გამომამწყვდიონ.(მაშინ უფლებადამცველის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო იყო)
მეორე: ნორა კვიციანის თამადობით, სრულიად ქალთა ციხე მელოდებოდა და ბუნტი გარდაუვალი იყო.
იმდენად დიდი იყო რეზონანსი, რომ პირადად მიშას ბრძანებით დახიეს სისხლის სამართლის საქმე და აღძრეს ადმინისტრაციული, რის შედეგადაც 15 დღე დავყავი მხოლოდ…
უადვოკატოდ,
უფანჯროდ,
უსაჭმელოდ…
ხოდა ამათ იციან სოლიდარობა?“