სუპერლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ თსუ-ს გურჯაანმა თბილისში მოუგო

5 hours ago 2

სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არის. ერთადერთი თსუ იყო, რომელსაც წაგება არ ჰქონდა თუმცა დღემდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გასული 8 ტურის მატჩი მოიგო, მე-9-ში დაისვენა და დღეს, თბილისი არენაზე გურჯაანის “დელტას” უმასპინძლა. სწორედ ამ მატჩში შეწყდა თსუ-ს წაუგებელი სერია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კახეთის წარმომადგენელთან 88:99 (სტატისტიკა) წააგო.

გურჯაანელთა რიგებში 16 ქულით, 10 პასით, 6 მოხსნითა და 4 ჩჭრით საბა ლობჯანიძე გამოირჩა. 21 ქულა მიითვალა ჯორდან სვოპშირმა, სკილერ პოტერის ანგარიშზე კი 20 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. დანია კინგსბი გურჯაანელებს 19 ქულით შეეხიდა. თსუ-ში 22 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი15 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. 16 ქულა დევონტრე ტომასმა მიითვალა. დებიუტი 7 ქულითა და 3 პასით აღნიშნა თსუ-ს ახალწვეულმა გლენ აბრამმა.

წაგების მიუხედავად თსუ ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, დელტას კი მეორე ადგილზეა, რომელსაც მატჩითა და წაგებით მეტი აქვს, ვიდრე კონკურენტების ტრიოს – მარგვეთს, ვსა-ს და ქუთაისს. სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. ვსა დიღმის არენაზე ტყიბულის ორბს უმასპინძლებს, ხოლო ივერიონი გორში ქუთაისს მიიღებს.

სრულად წაკითხვა