ახალი ამბები
18 hours ago
1 წუთის საკითხავი
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში სახლი დაიწვა.
როგორც თვითმხილველი ამბობს, უამინდობის გამო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა ვერ შეძლო.
“გზები არ იყო გაწმენდილი. ამიტომ სახანძრომ დროულად მოსვლა ვერ შეძლო და სახლი დაიწვა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
ადგილობრივების თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.