სურთ თუ არა "ნაპოლის" ფანებს ხვიჩას გუნდში დარჩენა - რას ფიქრობენ ნეაპოლელები

2 weeks ago 13

როგორც იცით, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტის საკითხი კვლავ პრობლემური ამბავია. 

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ საბოლოო შეთანხმება არ ყოფილა, რის გამოც ქართველი ვინგერი კვლავ ძველი პირობების სანაცვლოდ თამაშობს. 

სწორედ ამის გამო, "პარტენოპეის" ქომაგები შიშობენ, რომ ხვიჩამ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება არ მიიღოს. 

როგორც ირკვევა, მათ კვარა "ნაპოლის" ლიდერად მიაჩნიათ და სურთ, რომ იგი ამ კლუბში კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს. 

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას ნეაპოლელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა