3
,,ქართული ოცნების” წევრი, ექიმი ლადო კახაძე ,,ბიემჯისთან” ინტერვიუში აცხადებს:
,,ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ:ყველა ქალი, ყველა ასული უფალმა იმისთვის დაბადა, რომ დედობა გამოაცდევინოს – ეს უფლისმიერი მისიაა. ამ მიზნის მისაღწევად მეცნიერებამ ყველაფერი გააკეთა და ინ-ვიტრო განაყოფიერება, რომელიც ყოველმხრივ ხელშეწყობილი უნდა იყოს, როგორც ვიცი, კვლავ ძალაში რჩება. სახელმწიფო ყოველთვის გვერდით დაუდგება ამ დიდებულ მეთოდს, რათა დედისა და მამის საერთო სიხარული ოჯახის ბედნიერების ნიმუშად იქცეს.
რაც შეეხება სუროგაციას, ეს ძალიან რთული თემაა.მსოფლიოში სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა, სადაც ეს პრაქტიკაა დაშვებული, დანარჩენი მსოფლიო კი მას არ იყენებს, რადგან, სამწუხაროდ, დიდი საფრთხის შემცველი გამოდგა. სიღრმისეულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, ეს კეთილშობილური ზრახვა არასწორად იქნა გამოყენებული; მეთოდი ცუდ ხელში და ცუდ გარემოში აღმოჩნდა, რამაც ურთულესი სოციალური, მორალური და ზნეობრივი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. საქართველო გამოყენებული იქნა… მაგრამ არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო – კვლევის პროცესში გამოიკვეთება ის ძირითადი არსი, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში აკრძალვის საკითხი.“
საერთაშიროსო alia.ge