5
სუს-ის ექს-შეფი ჩვენების მისაცემად ემზადება – გრიგოლ ლილუაშვილი 9 თვიანი დუმილს დღეს დაარღვევს. “პირველების” ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი დღევანდელ პროცესზე აპირებს ვრცლად ისაუბროს ყველა იმ ბრალდებაზე რომელსაც მას ედავებიან. სხდომა საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე გაიხსნება.
ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, ლილუაშვილი ასევე თავისი ჩვენებით დღეს გამორიცხავს, რომ მან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება მოითხოვოს.
ის ისაუბრებს იმაზე, რომ მისი მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. დღევანდელ პროცესზე ცალსახად გამოგირიცხავთ იმას, რომ საპროცესო შეთანხმების განცხადება-მოთხოვნა, დააფიქსიროს გრიგოლ ლილუაშვილმა. არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში, ის თავას არ ცნობს დამნაშავედ. საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არის აღიარება და არჩადენილ დანაშაულს გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
საერთაშიროსო alia.ge