სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს რომან ქარცივაძე უხელმძღვანელებს

3 days ago 1
appointed head of the Special Operations Department at the State Security Service (SSSG)


რომან ქარცივაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, განაცხადა სუს-მა 1 მაისს.

სუს-ის ახალმა უფროსმა გეკა გელაძემ ქარცივაძე დეპარტამენტის პირად შემადგენლობას უკვე წარუდგინა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის ქარცივაძეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში.

ქარცივაძე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს 2025 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. მან ამ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ. „ხარება“, შეცვალა, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობის გამო რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა