WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – არავინ იყო.

ამ პოსტზე მან გეკა გელაძე ჩაანაცვლა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ სუს-ის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევენ, ბორაშვილი სუს-ის მე-3 უფროსია, ვინც ბოლო წელიწად-ნახევარში აირჩიეს.