SSSG Head, Deputy Interior Minister Attend China-Established Global Public Security Cooperation Forum. Photo: State Security Service of Georgia/Facebookსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსი გეკა გელაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე შესაბამის დელეგაციებთან ერთად ჩინეთში იმყოფებიან, სადაც გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობენ. ფორუმი ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
სუს-ის ინფორმაციით, 2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები „გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ“. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კირკიტაძემ მონაწილეობა მიიღო ქვე-ფორუმებში, რომელთა ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა „ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას საპოლიციო განათლების სფეროში“.
ფორუმის გახსნამდე, გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების რიგით მე-3 გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა.
This post is also available in:
Read Next
09/09/2026 - 17:11
ერგნეთში IPRM-ის 134-ე შეხვედრა გაიმართა
02/09/2026 - 19:00
საქართველოსა და აშშ-ის უწყებების თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების სწავლება ჩატარდა
01/09/2026 - 15:45
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
20/08/2026 - 13:09
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
19/08/2026 - 18:45
შსს უარყოფს ინფორმაციას ლარსის გავლით საქართველოში „ერთ დღეში რუსეთის 20 000 მოქალაქის“ შემოსვლის შესახებ
18/08/2026 - 14:10
civil ახალი ამბები