სუს-მა ბანკებისგან „ნანუკას ფონდის“ ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა - ნანუკა ჟორჟოლიანი

2 weeks ago 11

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

„ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში.

„ნანუკას ფონდი“ პრო-ევროპული აქციების მიმდინარეობისას აგროვებს თანხას სხვადასხმა მიზნით, მათ შორის, დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის - რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის შესაძენად.

ფონდი თანხას აგროვებდა 2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დროსაც, მათ შორის დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელად.

„შემატყობინეს რომ სუსმა, ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ფონდს ანგარიშები აქვს „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“.

რადიო თავისუფლება ცდილობს ორივე მათგანთან ინფორმაციის გადამოწმებას.

ჟორჟოლიანმა პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია ფონდში შესული თანხების შესახებ. „გაბარებთ ბოლო ორი დღის ანგარიშს რომ იცოდეთ, ერთი დღე, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - დაწერა მან.

„29 ნოემბერი - 51, 980 ₾

1. 37880₾ - 1000რესპირატორი(15₾). 500 რესპირატორი (20₾). 400 სათვალე (7₾). 42 რესპირატორი (50₾). 228 რესპირატორი (35₾).(თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

2. 1000₾ -პატიმარ ანატოლ გიგაურის ოჯახის ფინანსური დახმარება (თანხა ჩაერიცხა მ.თ)

4. 13100₾ - 150 აირწინათი(15₾). 150 აირწინათი(10₾). 800აირწინაღი(8₾). 125 სათვალე და სახის ნიღაბი (თანხა ჩაერიცხა ა.გ)

30 ნოემბერი - 57, 919 ₾

1. 500₾ - 20 აირწინაღის შეძენა (25₾) (თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

2. 2352 ₾- 392 თბილი ქუდი (6₾) ( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

3. 2482 ₾ - 446 თბილი ქუდი (6₾)( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

4. 21980₾ - 2600 სათვალე( 7₾) 630 ჩაფხუტი (6₾) (თანხა ჩაერიცხა ლ.მ.)

5. 860₾ - 86 ჩაფხუტი (10₾) ( თანხა ჩაერიცხა ლ.ჩ.)

6. 10000₾ - 1000 ჩაფხუტი (10₾) (თანხა ჩაერიცხა ბ.ე.)

7. 2055₾ - 137 აირწინაღის შეძენა(15₾) (თანხა ჩაერიცხა გ.გ)

8. 17690₾ - 1400 სათვალე (8₾) 500 აირწინაღი (10₾) 490 რესპირატორიანი აირწინაღი (15₾) ( თანხა ჩაერიცხა გ.ლ.)“.

სრულად წაკითხვა