A radiation detector displays a reading for uranium; Photo: ssg.govსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.
„უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება“, – განაცხადა მაღრაძემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English
Read Next
22/10/2025 - 19:16
სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
15/10/2025 - 18:20
სუსი: ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვა „ტექნიკურმა ხარვეზმა“ გამოიწვია
14/10/2025 - 09:53
ტვ „იმედის“ მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ, ხელისუფლებამ გამოძიება „საბოტაჟის“ მუხლით დაიწყო
13/10/2025 - 15:57
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
10/10/2025 - 12:13
ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
06/10/2025 - 10:57

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·