Man arrested for allegedly attempting to sell uranium.
Photo: Screengrab from SSSG video.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 700 000 აშშ დოლარად „ურან-238“-ის მიყიდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა.
„კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“.
სუს-მა განაცხადა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:
Read Next
25/09/2026 - 12:44
სუს-მა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
14/09/2026 - 16:20
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი გახდება
14/09/2026 - 12:40
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
09/09/2026 - 17:23
სუს-ის უფროსი და შს მინისტრის მოადგილე ჩინეთში გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმს ესწრებიან
09/09/2026 - 17:11
ერგნეთში IPRM-ის 134-ე შეხვედრა გაიმართა
02/09/2026 - 19:00
civil ახალი ამბები