Photo: State Security Service of Georgia/Facebook.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 27 ივლისს განაცხადა, რომ მისი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სუს-ის უფროსის გეკა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმროდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.
უწყებამ არ გაამხილა არც დაკავებულის ვინაობა, არც ორი ბრალდებულის სახელები, რომელთა გათავისუფლებასაც დაპირდა და არც ის სამართალდამცავი უწყება, სადაც დაკავებული მუშაობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას ითვალისწინებს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:
Read Next
27/07/2026 - 15:10
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
25/07/2026 - 18:02
სუს-მა ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
14/07/2026 - 14:14
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა
07/07/2026 - 16:21
ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
25/06/2026 - 13:46
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
16/06/2026 - 16:50

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·