WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სუს-ში საკადრო ცვლილებები გრძელდება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფოროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ლაშა მაღრაძე ისევ იუსტიციაში დააბრუნეს.

მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ლაშა მაღრაძე 2025 წლის სექტემბერში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ სწორედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

“სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.