სფფ-ს ორგანიზებით რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი ჩატარდა

6 hours ago 1

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად რეგიონთა ნაკრებების ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. გათამაშებაში ჩართული იყო 13 რეგიონის ნაკრები, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, ოთხი გუნდი მონაწილეობდა - დასავლეთის, აღმოსავლეთის და თბილისის ორი ნაკრები.

ტურნირის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დასავლეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მესამე ადგილზე აღმოსავლეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ასევე 11-მეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.

ტურნირის ფარგლებში შერჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხებიან.

სრულად წაკითხვა