WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ მეტრეველი, ამტკიცებს, რომ გინება ვიდეოზე, სადაც თორნიკე რაზმაძე, სიმონიანის საქართველოსთვის შეურაცხნყოფელ განცხადებას ეხმაურება, ირაკლი კონახიძის წინააღმდეგაა:

ახლა რა ხდება: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან. ამ სიუჟეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია ფონად – დრამატული მუსიკა და წარწერა: „სინდისის მორიგი პატიმარი“.

სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან და მსხვერპლიც თურმე შენ ხარ. შეურაცხყოფა შენი იყო, პასუხისმგებლობა კი, ცხადია ვიღაც სხვისი უნდა იყოს. ასეთი ლოგიკის გასაგებად, ალბათ, ცალკე სახელმძღვანელოა საჭირო.

ყველაზე კომიკური ის არის, როცა ადამიანი ჯერ სკანდალს შეგნებულად ქმნის და მერე გაკვირვებული სახით კითხულობს: „რატომ მოჰყვა ამას რეაქცია?“ პასუხი რთული ნამდვილად არ არის – იმიტომ, რომ კამერის წინ გინება არც ჟურნალისტიკაა, არც პოლიტიკური სიმამაცე და არც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი.