ვეტერანი ტაილანდელი პოლიტიკოსი ანუტინ ჩარნვირაკული პარასკევს ამ ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
„ბჰუმჯაითაის“ პარტიის ლიდერს გამარჯვებისათვის 247 ხმა სჭირდებოდა, თუმცა გაცილებით მეტი, 311 მიიღო. ის თანამდებობას რამდენიმე დღეში დაიკავებს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დანიშნავს მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი.
58 წლის ანუტინი შეცვლის პაეტონგტარნ შინავატრას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა პოლიტიკურად კომპრომეტირებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. მიიჩნიეს, რომ ჩანაწერში შინავატრა მეტისმეტი პატივისცემით მიმართავდა კამბოჯის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს.
ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან სასიკვდილო, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
ანუტინის პარტიამ პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში, ოთხი თვის განმავლობაში დაითხოვდა პარლამენტს.
ტაილანდში ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიაა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა გაურკვევლობის მსგავსი პერიოდი. ქვეყანაში არასტაბილურობის ფონს ქმნის კონფლიქტი სამხედროებსა და პოლიტიკურ ფრთას შორის.