ტაირელ მალასია სეზონის ბოლომდე პსვ-ში ითამაშებს

3 hours ago 1

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა განაპირა მცველი, ტაირელ მალასია სეზონის ბოლომდე პსვ-ში გაუშვა.

როგორც ირკვევა, ნიდერლანდელები მალასიას ხელფასს ივნისამდე სრულფასოვნად დაფარავენ და მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნებათ.

დაიწერა, რომ ინგლისური კლუბი მალასიას საიჯარო ხელშეკრულებიდან 10 მილიონ ევროს აიღებს.

25 წლის მცველს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული და გასაკვირი სულაც არაა, რომ ეს მოლაპარაკება შედგა.

სრულად წაკითხვა