ტარიელ ხარხელაური გაფრთხილებთ

ტექსტის ზომა 100%
ტარიელ ხარხელაური გაფრთხილებთ
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

ტარიელ ხარხელაური გაფრთხილებთპოეტი ტარიელ ხარხელაური გაფრთხილებთ, რომ ის არავის აძლევს ნაბერთვას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიერ დაწერილ ლექსებზე სიმღერები შექმნას:

“ტარიელ ხარხელაურის ლექსების საავტორო უფლებები მას, როგორც ავტორს, ეკუთვნის.
ავტორი არავის აძლევს ნებართვას, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით (მათ შორის Suno, Udio და მსგავსი პლატფორმებით) შექმნას სიმღერები ან სხვა ნაწარმოებები მის ლექსებზე, ან ასეთი მასალა გაავრცელოს სოციალურ ქსელებში, YouTube-ზე თუ სხვა პლატფორმებზე.
ავტორის ლექსის ნებისმიერი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მასთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. ეს ეხება: სიმღერის შექმნას, გადამუშავებას, თარგმნას ან ნაწილობრივ ციტირებას კომერციული მიზნით, საჯარო შესრულებასა და ჩაწერას, ონლაინ გავრცელებას. შეთანხმების გარეშე შექმნილი ან გავრცელებული მასალა საავტორო უფლების დარღვევად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ავტორი იტოვებს უფლებას, მიმართოს პლატფორმებს მასალის წასაშლელად და დაიცვას თავისი უფლებები კანონით დადგენილი წესით.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS