ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?” „იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ"

7 hours ago 4

 რისთვის?"„სარკე“

ჩემს ასაკში შეცდომების დაშვება უკვე გამორიცხულია, რადგან გზა-სავალი ცოტაღა დარჩა და თითოეული სიტყვა თუ ნაბიჯი უნდა აწონ-დაწონოო, გვითხრა  საქართველოში საყოველთაო სიყვარულით გარემოცულმა პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა რამდენიმე წლის წინ,  როცა „სარკე“  ინტერვიუს ჩასაწერად დაუკავშირდა. წელს მას 80 წელი შეუსრულდა. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების ავ-კარგი უკვე იცი, საცერშიც უამრავი ქვიშა დაიცრა და საბოლოოდ მხოლოდ ფასეული, პატიოსანი კრისტალები დარჩა. „კალმის კაცმა“, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, ჩვენს ჟურნალს ჩვეული გულწრფელობით უამბო ნანახსა და განცდილზე, ტკივილებსა და მთავარ სიყვარულზე, ასევე იმ მარადიულ შიშზე, ყოველი ზამთრის მიწურულს რომ ეუფლება _ ,,მე მეშინია იმ ატმის კვირტის… გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა”…

ტარიელ ხარხელაური:

_  მადლობელი ვარ უფლის, რომ ლექსის წერის ნიჭი დამანათლა. განა ცოტაა კარგი და ჩემზე უკეთესი პოეტი საქართველოში? მაგრამ მათ თავიანთი სათქმელი აქვთ, თავიანთი გამოხატვის ფორმა, ჩემი მისია ეს იყო, ასე უნდა მეწერა. გამოვიდა, რომ ხალხმა შემიყვარა, ამაზე დიდი ბედნიერება, დიდი ჯილდო შეიძლება არსებობდეს?..

ცხვარში 12 წელი გავატარე. შემეძლო, ქალაქში დავრჩენილიყავი და ქალაქური ყოფით მეცხოვრა, მაგრამ გარშემო ახალგაზრდა კაცისთვის ბევრი ბრჭყვიალა საცდური არსებობდა, მე ამ ყველაფერს გავერიდე და ჩემში ადამიანი გადავარჩინე…

ახლაც იმ სიყვარულით მიყვარს, არც ერთი ფერი გახუნებულა, გული ახლაც ისევე მიკრთის მის დანახვაზე, როგორც ადრე. ყველა ჩემი ლირიკული ლექსი მას ეძღვნება. განსაკუთრებით უყვარს ერთი, 65 წლის ასაკში რომ დავუწერე:

„მანძილი შენამდე დიდია,

შენიდან ჩემამდე _ არც ისე…“

შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?… იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ…

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ  ნომერში

სრულად წაკითხვა