ტარიელ ხარხელაურის წინასწარმეტყველება

10 hours ago 2

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ზუსტად იწინასწარმეტყველა თავის ერთ-ერთ ლექსში ის ვითარება, რაც ახლა სუფევს. 3 წლის წინ დაწერილ ლექსში შემოქმედის საოცარი წინათგრძნობაა აღწერილი:

“დროა გადატვირთული უსარგებლო წამებით,
წვიმს და სევდისმომგვრელი ბინდისფერი ჟამია,
ძრწიან მარადიული აჩრდილები წამების –
დღეს სიმშვიდე სულისა ძნელი ასატანია.
როგორც იქნა, შეიძრა, შიში იგრძნო მსოფლიომ,
დაბინდული გონება ებრძვის დროის კამათლებს,
იგრძნო, რადგან სიცოცხლე უკვდავი არ ყოფილა,
უარყოფა უფლისა რომ ხშირად არ ამართლებს.
ჩვენ ირგვლივ კი სიკვდილის დაძრწის შავი გენია,
დაძრწის შავი გენია მოცახცახე გვამების,
გაგრძელდება როდემდის?! ძნელი დასადგენია –
პასუხს ვერ იძლევიან დღეს მსოფლიო მამები.
ახლა დაუსრულებლად უნდა რეკდნენ ზარები,
რომ უფლის ხმა გაცხადდეს მარადიულ ლოცვაში,
ახლა მომხიბვლელია მოლოდინი ქარების –
ასეთ უიმედობის მღვრიე გარემოცვაში.
შიში, სულის განმწმენდის, როგორ უნდა გზარავდეს,
როგორ უნდა დათრთვილოს მწუხარებამ გონება,
მერე რა, რომ სიცოცხლე არ ყოფილა მარადი –
როგორ უნდა დავეცეთ დღეს სიკვდილის მონებად.
შიში, თუნდაც სიკვდილის, არ ამართლებს დაცემას,
ამ გამღვრეულ ქაოსში ახალი მზის ფონია,
არა ქედის მოდრეკით, მით უმეტეს არც ცრემლით –
სწორედ ახლა იქმნება მომავლის სიმფონია.
როგორც უნდა ვინდომოთ, ბევრიც მოვიწადინოთ,
რწმენა აპოკალიფსის ძნელად დასამტვრევია,
შეგუება მოგვიწევს, არ იქნება ადვილი –
ადის თავის ნიშნულზე მსოფლიო მისტერია…”

სრულად წაკითხვა