Formula TV Logoტელეკომპანია „ფორმულამ“ 4 მაისს განაცხადა, რომ მისი მაუწყებლობა დროებით შეუწყდა აუდიტორიის ნაწილს და ამის მიზეზი არის დავალიანება კომპანია „სტერეო პლიუსის“ მიმართ, რომელიც „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას უზრუნველყოფს იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.
არხის თქმით, მისი ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე. მან დონაციის მსურველთათვის საბანკო ანგარიშის ნომერი გააზიარა.
მანამდე, მარტში, ტელეკომპანია „პირველმა“ ასევე განაცხადა, რომ ფინანსური დავალიანების გამო სატელიტური მაუწყებლობა გაეთიშა. გათიშვა ძირითადად შეეხოთ რეგიონებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრებ მაყურებლებს, სადაც ონლაინ და ფასიანი სატელევიზიო პლატფორმები ნაკლებად ხელმისაწვდომია ან თითქმის არ გამოიყენება.
დეკემბერში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ „შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა“. ორგანიზაციამ მაშინ გააფრთხილა, რომ ფინანსური კრიზისის გამო „დახურვის საფრთხის წინაშე არიან“ ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები – „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“.
This post is also available in:
Read Next
02/05/2026 - 17:52
„ეხო კავკაზამ“ რესტრუქტურიზაციის მიზეზით მუშაობა შეწყვიტა
03/03/2026 - 15:00
ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში ვითარება „საგანგაშო ტემპით“ გაუარესდა
16/01/2026 - 12:57
ComCom-მა ტელეკომპანია „ფორმულა“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა
04/05/2025 - 11:56
TI საქართველო: „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს
02/05/2025 - 11:28
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 11 პოზიციით გაუარესდა
27/03/2025 - 11:19

16 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·