3
უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა — კომპანია „ჯინვენტორის“ მიერშექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალიწერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანიმიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათმომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტსეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.
იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა დასფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც„ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილიაღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთიპროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოსზიანს მოუტანდა.
„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგადაღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურებისგამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყოტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევადა დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდემოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამპერიოდის განმავლობაში საჭიროგამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდითდა კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.
დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარებასაკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორცეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშაინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.
საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმოაქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებითგადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდგანახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO₂–ისემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.
ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიურიგანვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც— კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდიმომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრეთიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებასდაუდო სათავე“.
ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ დათიბისის ერთობლივი პროექტი, რომლისფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადესპრაქტიკული აქსესუარი — ეს არისბიოდეგრადირებადი და გადამუშავებულიმასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ესინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტადგვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულპროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევუფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრკომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობისსურვილი“.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფროპრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურისდამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაცყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ დაშემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.
(R)