ტესტი: მიწისქვეშა მოგზაურობა

1 week ago 16

ბევრს მეტროთი მგზავრობის წარმოდგენისას უჩნდება გაორებული გრძნობები შიშისა და
ცნობისმოყვარეობისა: იქ ხმაურია, ბევრი ხალხი, აგრეთვე გარკვეული საფრთხე და
ანტისანიტარია. მეორეს მხრივ, მეტროში არის რაღაც, რაც მას აქცევს ქალაქის ცხოვრების
განუყოფელ ნაწილად. შესაძლოა ეს არის: მაღალი ძაბვის სარკინიგზო რელსები, ან შეიძლება
ეს არის ბიძგები და წაბორძიკებები რომელიც თან ახლავს მატარებლის მაღალსიჩქარიან
გადაადგილებებს სადგურიდან სადგურამდე.

საერთო ჯამში, გამორიცხული არაა, რომ მიწისქვეშა სივრცე გვიზიდავს მდიდრული
სანახაობით და მოულოდნელი შეხვედრებით, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს გააოცებს.
როგორც არ უნდა იყოს მეტრო გვიზიდავს თავისი თავგადასავლების დაპირებებით, თითქოს გვეუბნება: „ფიქრობ რომ შენ უკვე ყველაფერი გინახავს ცხოვრებაში? როგორც არ უნდა იყოს,
შენი თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება.”

წარმოიდგინეთ რომ მგზავრობთ გადატვირთული ვაგონით. როდესაც შორიახლოს
დასაჯდომი ადგილი თავისუფლდება, თქვენ მოემზადეთ დასაჯდომად, მაგრამ ამჩნევთ
რომ თავისუფალი ადგილის დასაკავებლად მოემართება კიდევ ერთი მგზავრი. რას
გააკეთებთ?

1) მშვიდად იკავებთ ადგილს.
2) სანამ გადაწყვეტთ როგორ მოიქცეთ შეჩერდებით და გარშემო მიმოიხედავთ.
3) ადგილს დაუთმობთ მოახლოებულ მგზავრს.
4) გადახვალთ შემდეგ ვაგონში.

გასაღები ტესტისთვის „მიწისქვეშა მოგზაურობა”

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

რათქმაუნდა მეტრო არ არის ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი და არც ხედია
ფანჯრებიდან აღმაფრთოვანებელი, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ მეტროთია შესაძლებელი
დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ამ თვალსაზრისით მეტრო რაღაცით გავს ორი უცნობი
ადამიანის პირველ პაემანს. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია გზიდან აცდენა. თქვენი
მოქმედება თავისუფალ ადგილთან მიმართებაში შეესაბამება თქვენს ქცევას იმ შემთხვევაში
თუ გადაწყვეტთ უარი უთხრათ პაემანზე იმ ადამიანს ვინც ეს-ესაა გაგაცნეს – საუკეთესო
სურვილებით აღძრულმა თქვენმა მეგობრებმა, რომლებმაც ჩათვალეს რომ თქვენ
„იდეალურად უხდებით ერთმანეთს”.

1.მშვიდად იკავებთ ადგილს.

თქვენ იცით რა გჭირდებათ – და რაც უფრო მნიშვნელოვანია იცით რა არ გჭირდებათ.
განიცადოთ იმის შესახებ, თუ როგორ აისახება თქვენი მოქმედებები გარშემომყოფებზე –
უსარგებლო საქმიანობაა. თქვენ არაერთხელ დარწმუნებულხართ ამაში საკუთარი
გამოცდილებით. არაფერს ვამბობ იმაზე რომ ამის შედეგებით ცხოვრება თავად გიწევთ.
ყველაფერი ეს ნიშნავს რომ დროდადრო შეიძლება ვინმე გაანაწყენოთ, მაგრამ ეს სხვისი
გრძნობაა და არა თქვენი.

2.სანამ გადაწყვეტთ როგორ მოიქცეთ შეჩერდებით და გარშემო მიმოიხედავთ.

სანამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენ ცდილობთ თვალი გადაავლოთ
არსებული სიტუაციის მთლიან სურათს, რათა მხედველობაში მიიღოთ ყველა იმ
ადამიანის გრძნობა, ვისაც მოცემული სიტუაცია ეხება. თქვენ მშვენივრად გესმით რომ არ
წარმოადგენთ სამყაროს ცენტრს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ ახლა
მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თქვენი დანარჩენი გზა, რომელიც შესაძლოა განაგრძოთ რბილ სავარძელზე მჯდომმა, ან შესაძლოა გაატაროთ ფეხზე მდგომმა იმაზე ფიქრით თუ რატომ ან როგორ წამოეგეთ ამ ანკესზე.

3.ადგილს დაუთმობთ მოახლოებულ მგზავრს.

თქვენ ძლიერ გაღელვებთ გარშემომყომყოფების აზრი და თქვენი სურვილი მოსწონდეთ
ყველას გიბიძგებთ იაროთ სხვისი სურვილებით. ადამიანები გაქებენ თქვენი დამყოლი
ხასიათს გამო, თუმცა თუ დროდადრო თქვენ არ უგულებელყოფთ თქვენს უფლებებს,
განეწყობით ჩაებათ დაუსრულებელ მოგზაურობაში, ძალზედ ბნელ გვირაბში ადამიანთან,
რომელსაც აზრადაც არ მოუვა რომ თქვენ დაიღალეთ და თქვენც გსურთ ჩამოჯდომა.

4.გადახვალთ შემდეგ ვაგონში.

თქვენთვის უცხოა თავად იდეა: პაემანი უცნობ ადამიანთან. პერსპექტივა აღმოჩნდეთ
გაბმული ურთიერთობაში მასთან ვისაც არასოდეს შეხვედრილხართ მანამდე, ძალიან
გაშინებთ. საბედნიეროდ, ხალხი, ვინც კარგად გიცნობთ, წარმოუდგენიათ სიტუაციის ესეთი
შემობრუნება. ამიტომაც მიუხედავად თქვენი შესანიშნავი თვისებებისა, თქვენ საეჭვოა
აღმოჩნდეთ მათ სიაში ვისი დაოჯახებაში დახმარებაც მათ სურთ.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: მაკა ხუნჯუამ

სრულად წაკითხვა