“ტვ “იმედის” თანმშრომელო ქალებო ან ქოცების მოტრფიალე ქალებო… მაგრა ტეხავს, აი მაგრა…” – ნანკა კალატოზიშვილი

22 hours ago 2

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე კრიტიკული შეფასებებით მიმართავს საზოგადოებას იმ ფენას, რომელიც სათანადო რეაგირებას არ ახდენს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულისა თუ ძალადობის ფაქტებზე:

,,ტვ ,,იმედის” თანმშრომელო ქალებო ან ქოცების მოტრფიალე ქალებო, რაღაცა ახალი მესიჯბოქსით რომ ხართ ბულინგზე და განსხვავებულ აზრზე.

პირველი, განსხვავებული აზრისთვის აქციის მონაწილეებს უვადო პატიმრობით ემუქრებიან და მეორე, საკუთარ კოლეგაზე თავდასხმას, როცა ღიმილით პირად ანგარიშსწორებას არქმევთ და პარტიას, გგონიათ, ამით მოძალადის სტატუსს აარიდებთ.

კაცების წამებას რომ არ იმჩნევთ, ეგ ცალკე თემაა. საერთოდ, რა
მორალზე შეიძლება ისაუბროთ?! – უცნაურია.

არ მგონია, რომ ეს შეგეხებათ. უბრალოდ, სანამ ბულინგზე ხმას ამოიღებთ, ამ
გოგოს მოუსმინეთ. იქნებ სადღაც გაიღვიძოს სინდისმაც და სამართლიანობის შეგრძნებამაც.

მაგრა ტეხავს, აი მაგრა. ესე რანაირად შეიცვალეთ და დაკარგეთ სახე? ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა”, – წერს ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: ნანკა კალატოზიშვილი აღნიშნულ პოზიციას თან ურთავს რადიო ,,თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილე გოგონა უმძიმეს ისტორიას ჰყვება, რაც თავს გადახდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა