ტვ პირველის ოპერატორს, Facebook-ვიდეოს გამო, შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

1 week ago 15

ტვ პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს Facebook-ვიდეოს გამო, შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ინფორმაციას და ვიდეომასალას ჯიოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, საქმის წარმოება 173-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას ითვალისწინებს.

დამირეკეს საპატრულო პოლციის თანამშრომლებმა, მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. სასამართლოში შეგვაქვსო. 

გუშინწინ, 6 აპრილს დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, წაშლას არ ვაპირებ, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ და ვიძახი, რომ თქვენი უნიჭო დედაც მოვ**ნ -თქო და ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, ზიან და ჩემ ფეისბუქ სტატუსებს უთვალთვალებენ. ძაან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, რომ მაგით რამეს თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა, გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით. შევხვდებით ისევ სასამართლოში და რა თქმა უნდა, ცეცხლი ოლიგარქიას” – ამბობს ჯიოშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო 10 აპრილს, 11:15 სთ-ზე ჩაინიშნა. საქმის მოსამართლე დავით პაპუაშვილი იქნება.

სრულად წაკითხვა