“პირველების” ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე პოსტიდან გადადგა. მათი თქმით, ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ არსებულ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.
როგორც “ტვ პირველი” აცხადებს, გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ამ დრომდე არ ადასტურებენ.
მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.