21 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შეიკრიბებიან, რათა სამივე ასაკობრივ კატეგორიაში (U5, U8, U12) ქვეყნის ჩემპიონები გამოავლინონ. ამ საპატიო ტიტულთან ერთად, გუნდები იბრძოლებენ რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებისა და “ტვინების ბრძოლის” მთავარი ჯილდოსთვის – “ტვინების ბრძოლის” ბანაკში საგზურის მოსაპოვებლად.
გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის იმართება, ფინალში ის გუნდები იღებენ მონაწილეობას, რომლებმაც გადალახეს სასკოლო, საქალაქო და რეგიონული ტურები.
შიდა ქართლიდან დასკვნით ეტაპზე შემდეგი სკოლები იასპარეზებენ:
U5-3,4,5 კლასი:
- გორი – შინდისის საჯარო სკოლა (კაპიტანი: ნუცა ხაჭაპურიძე)
- გორი –“მეცნიერებათა სკოლა” (კაპიტანი: დემეტრე ბუთხუზი)
- ხაშური – დაბა სურამის მე-4 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ნინი ლომიძე)
- გორი – ღირსი მამა გიორი მთაწმინდელსის გიმნაზია (კაპიტანი: მარიამ ხიმშიაშვილი)
- გორი – მე-6 საჯარო სკოლა (კაპიტანი: თეკლა ნახუცრიშვილი)
- გორი – მე-7 საჯარო სკოლა (კაპიტანი: თამარ ბარბაქაძე)
- გორი – მე-8 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ლუკა კვირიკაშვილი)
- ხაშური – მე-3 საჯარო სკოლა (კაპიტანი: საბა ლომსაძე)
- კასპი – მე-4 საჯარო სკოლა (კაპიტანი: გაბრიელ ქვრივიშვილი)
- ხაშური – ქვიშხეთის საჯარო სკოლა (კაპიტანი: მათე ლომიძე)
U8-6,7,8 კლასი:
- გორი – “მეცნიერებათა სკოლა” (კაპიტანი: გიგა გურასაშვილი)
- კასპი – სკოლა გიმნაზია (კაპიტანი: ანასტასია მურღული)
- გორი – მე-12 საჯარო სკოლა (კაპიტანი: ბესიკ წაველიძე)
- ხაშური – ქვიშხეთის საჯარო სკოლა (კაპიტანი: ელისაბედ ღონღაძე)
ფინალის დაწყების დრო და ლოკაცია:
11:00 საათი – U5 კატეგორია (3,4,5 კლასები)
14:00 საათი – U8 კატეგორია (6,7,8 კლასები)
17:00 საათი – U12 კატეგორია (9,10,11,12 კლასები)
თბილისში – ითამაშებენ თბილისის,შიდა ქართლის,ქვემო ქართლის,კახეთისა და სამცხე ჯავახეთის გუნდები (ჩატარების ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი, N1)
ქუთაისში – ითამაშებენ იმერეთის, სამეგრელოს,სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუნდები (ჩატარების ადგილი: ქუთაისის N41 საჯარო სკოლა (დაწყებითი კორპუსი), მის: ჯავახიშვილის ქუჩა, N12)
ბათუმში – ითამაშებენ აჭარისა და გურიის გუნდები (ჩატარების ადგილი: ბათუმის N25 საჯარო სკოლა, მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი, N102ა)

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·