მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას, კულტურის მუშაკებთან შეხვედრისა და დაჯილდოებისას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“როგორი არაადამიანურები არიან ერთმანეთის მიმართ, ბელადის დამოკიდებულებებს ადამიანებთან პირდაპირ აკოპირებენ, ვიღაცამ როგორ მასხრად აიგდო ყაველაშვილი, ვიღაცამ ხომ დაუწერა ეს ტექსტი, ვიღაცამ ხომ გადაუწყვიტა, რომ მას ამჯერად ფილოსოფიაზე ეთქვა ორი წინადადება.
ტიპს კანტი, ჰეგელი და დეკარტი ფეხბურთელები ჰგონია, ალბათ და უცებ ეს ათქმევინეს, რომ ყველას სამასხარაო გამხდარიყო“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.