,,ტირიან, შეწუხებულები არიან“ – თინა ხიდაშელი

5 hours ago 3

ირაკლი კობახიძის ტრამპისთვის მიწერილ წერილს ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

,,ტირიან, შეწუხებულები არიან, კი ნამდვილად, ასეთი წერილები ისე არ იწერება, თუ არ არიან შეწუხებულები და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მეგობარმა აქტმა” ისინი საერთოდ გამოიყვანა წყობიდან. მაგრამ ამასობაში, ძალიან სახიფათო წერილია, იმიტომ, რომ ასე ქაღალდზე დაწერილად, პირველად ვხედავთ, რომ ფაქტიურად, ეს არის დამშვიდობება აშშ-თან – ხელისჩაქნევა, რომ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ ვეღარასდროს ვეღარ დაალაგებს, ვეღარ მოაწესრიგეს ურთიერთობებს შტატებთან. იმიტომ, რომ ხო ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთ წერილებს კობახიძე არ წერს. ფიზიკურად, ალბათ მისი დაწერილია, იმიტომ, რომ ტექსტი, ტონალობა, ტერმინოლოგია – ეს მთლიანად კობახიძეა, მაგრამ დაწერილია ივანიშვილის მოთხოვნით და სურვილით, ბუნებრივია. როგორც ჩანს, გაადწყვუიტეს, რომ ახლა გარე ფაქტორსაც უნდა გამოემშვიდობონ. ჩაჭრეს ხიდი, რომ მერე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სრულფასოვანი დიქტატურა დაამყარონ. “

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს

სრულად წაკითხვა