ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჟოტამ ბავშვობის სიყვარულზე იქორწინა: საბედისწერო ავარიის დეტალები, რომელსაც ძმები ემსხვერპლნენ – “ლამბორჯინის” საბურავი გასკდა და…”

5 hours ago 1

,,ლივერპულის” ვარ­სკვლა­ვი დი­ო­გო ჟოტა 28 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა – გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლის ,,ლამ­ბორ­ჯი­ნი“ ჩრდი­ლო­ეთ ეს­პა­ნეთ­ში გზი­დან გა­და­ვარ­და.

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი მან­ქა­ნით თა­ვის მე­გო­ბარ­თან და უმ­ცროს ძმას­თან, 26 წლის ან­დრეს­თან ერ­თად მგზავ­რობ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლის მე­გო­ბა­რი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს­პა­ნე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, გას­წრე­ბის დროს “ლამ­ბორ­ჯი­ნის” სა­ბუ­რა­ვი გას­კდა. მან­ქა­ნა გზი­დან გა­და­ვი­და, ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ძმე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

22 ივ­ნისს, ჟოტა თა­ვის ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულ­ზე, რუთ კარ­დო­სო­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

ოთხშა­ბათს, 28 წლის ჟო­ტამ და კარ­დო­სომ ქორ­წი­ლის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს წარ­წე­რით: “დღე, რო­მელ­საც არას­დროს და­ვი­ვი­წყებთ“.

წყარო: ambebi.ge

Screenshot
Screenshot
Screenshot
Screenshot
სრულად წაკითხვა