“ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანი, რომელიც ცხოვრებისგან ზედმეტად დაიჩაგრა… პირველი ტორტი 35 წლის ასაკში ჰქონდა, მოწყალებას ითხოვდნენ” – რას ჰყვებიან ავარიისას გარდაცვლილ გოგოზე

1 day ago 5

თბი­ლის­ში, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, მე-11 სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ, წუ­ხელ მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. და­ღუ­პუ­ლია ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე, 35 წლის ცის­მა­რი მრე­ლაშ­ვი­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლი მას მა­შინ და­ე­ჯა­ხა, როცა გზის გა­დაჭ­რას ცდი­ლობ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ამ ტრა­გე­დი­ას გარ­დაც­ვლი­ლის დე­დაც შე­ეს­წრო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დროს ისი­ნი სახ­ლში ერ­თად ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

  • დედა ამ შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, თურ­მე შვი­ლის საშ­ვე­ლად გა­იქ­ცა და ამ დროს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სო­წარ­კვე­თილ დე­დას მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. იგი ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და რო­გორც ცნო­ბი­ლია, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ხოლო შვი­ლი, ცის­მა­რი მრე­ლაშ­ვი­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხე­დარს ექ­სპეტ­რი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე აღ­ძრუ­ლია 276- ე მუხ­ლით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

“ორი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა ორ ქვე­ითს, აი­ვან­ზე ვი­ყა­ვი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად ვერ გა­ვი­გე, ისე უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მერე რაც იყო, ის სა­ში­ნე­ლე­ბა თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის… დედა-შვილს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ნამ­დეც ვხე­დავ­დი, რო­გორც თქვეს, იქვე ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ…”, – წერს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დედა-შვილს იც­ნობ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი ქუ­ჩა­ში იდ­გნენ და მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნამ­დე სულ ცოტა მან­ძი­ლი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი, როცა ეს მძი­მე ავა­რია მოხ­და.

“ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ცის­მა­რის და­ღუპ­ვას. კე­თი­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ორი­ვე დედა-შვილს ვიც­ნობ­დი. დედა, ლალი მრე­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც მი­თხრეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე გუ­შინ სა­ღა­მოს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო ცის­მა­რი.…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Post Views: 812

სრულად წაკითხვა