WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭებაზე პოზიტიური მზაობა გამოხატა.„ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, დაგვეხმაროს პროცესის დაჩქარებაში. ის ლიცენზიების გაცემის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი“, ასევე, როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ გამართა მოლაპარაკებები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელ კომპანია RTX-თან, რომელმაც თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში Patriot-ის სისტემების წარმოების დაწყებას შესაძლოა დაახლოებით ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდეს. – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.„ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს. მაგრამ, კიდევ ვამბობ, ზუსტად არ ვიცი ეს იქნება ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი, თუმცა ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მომავლისთვისაა – მომავლისთვის, უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის, რათა გვქონდეს Patriot-ის სისტემები. ჩვენ დაგვჭირდება ასეთი რაკეტების საკუთარი წარმოება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენს ანტიბალისტიკურ სისტემას შევქმნით, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში Patriot-ების იმედიც გვაქვს“ – აღნიშნა ზელენსკიმ