ტრამპი აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს $1.01 ტრილიონამდე გაზრდის – Bloomberg

13 hours ago 5

Bloobmerg აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს 2026 წლის ბიუჯეტის წინასწარ პროექტში, რომელიც საჯაროდ 2 მაისს გამოქვეყნდება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს სააგენტოების დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს.

Bloobmerg წერს, რომ პრეზიდენტის საბიუჯეტო პროექტი მომავალი წლის არადაცვითი ხარჯებისთვის $557 მილიარდს ითვალისწინებს, რაც ამჟამინდელ დონესთან შედარებით $163 მილიარდით შემცირებას ნიშნავს.

წყაროები Bloombergs უყვებიან, რომ აშშ-ს თავდაცვის ხარჯები $1.01 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მიმდინარე $892.3 მილიარდთან შედარებით 13%-ით მეტია.

გამოცემის ცნობით, რეკორდული მასშტაბის თავდაცვის ბიუჯეტი “ოქროს გუმბათის” რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტს, გემთმშენებლობას და ბირთვულ მოდერნიზაციას, ასევე საზღვრის დაცვის დაფინანსებას მოიცავს. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია 3.8%-იანი ხელფასის ზრდა სამხედროებისთვის.

Bloomberg იუწყება, რომ შიდა ბიუჯეტის შიდა ხარჯების ნაწილში, ტრამპი კონგრესს 2025 წელთან შედარებით 22.6%-იან შემცირებას სთავაზობს. ეს წინადადება მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგიის პროგრამებს, ასევე “რასობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად” შექმნილ ინიციატივებს.

გამოცემის მიხედვით, გარემოს დაცვის სააგენტოს და ენერგეტიკის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი ბიუჯეტური შეკვეცები ელოდება. ტრამპი ასევე მოუწოდებს კონგრესს გააუქმოს $15 მილიარდის ხარჯვის გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის კანონის ფარგლებში განახლებადი ენერგიის პროგრამებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოცემა წერს, რომ ტრამპის გეგმის მიხედვით, საგარეო დახმარება და ინკლუზიის პროგრამების დიდი ნაწილის სრული გაუქმება ან მკვეთრი შემცირებაა დაგეგმილი. ასევე იგეგმება $5.2 მილიარდით შემცირდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება.

საბიუჯეტო პროექტი განათლების დეპარტამენტში მნიშვნელოვან შემცირებებს მოითხოვს. ასევე, იგეგმება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის, უმცირესობების ბიზნესის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი განვითარების ფინანსური ინსტიტუტების ფონდის სრულად დახურვა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, როგორ მიუდგება ტრამპის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ფედერალური ხარჯების უმეტესი ნაწილს შეადგენენ. ტრამპმა პირობა დადო, რომ სოციალურ პროგრამებს არ შეამცირებდა, თუმცა ის აღნიშნავდა, რომ ამ სფეროში თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

აშშ-ს ბიუჯეტს კონგრესი აქტების მეშვეობით განსაზღვრავს, რომელიც პრეზიდენტის დამტკიცებას ექვემდებარება.

სრულად წაკითხვა