WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შეზღუდვის თაობაზე ორმხრივი შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა იგი ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

“მე მომწონს თავად ეს კონცეფცია, მაგრამ წმინდად მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთულია, – განუცხადა ტრამპმა Reuters-ს ტელეფონით, როდესაც ჩინეთში გამართული სამმხრივი სამიტიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.

ამ ვიზიტისას ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბირთვული იარაღის შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება იყო - თემისა, რომლის განხილვასაც ჩინეთი თავს არიდებს, რადგან რუსეთისა და ამერიკის დომინირების დასაწევად საკუთარ ბირთვულ არსენალს მასშტაბურად ზრდის.

ტრამპმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი სი მეთანხმება“ ბირთვული იარაღის შეზღუდვის კონცეფციაში, „მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთულია ვინმემ თქვას: „გვაქვს 4 ათასი ბირთვული იარაღი და ნახევარს დავთმობთ“. ამის გაკეთება რთულია“.

მისი თქმით, იგი ამ საკითხის წამოჭრას განაგრძობს, „რადგან ეს გასაკეთებელია, თუმცა ფსიქოლოგიურად ამის გაკეთება რთულია“.

აშშ-ის და რუსეთისგან განსხვავებით, რომელთაც ჩინეთზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი ატომური იარაღი აქვთ, პეკინის ატომური ბომბების რაოდენობა 600-ს ერთეულს ოდნავ სცილდება.