WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება.

ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ შეხვედრაზე სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ შეთანხმდნენ.

“ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. მნიშვნელოვანი საუბარი იყო და ბევრი საკითხის განხილვა მოვასწარით. შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. დიპლომატიური დინამიკა არსებობს.” – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრისას მნიშვნელოვანი საკითხები დეტალურად განიხილეს და აშშ-ს წარმომადგენლებმა უკრაინაში არსებული ვითარება ადგილზე ნახეს.

ზელენსკიმ ტრამპს ასევე მადლობა გადაუხადა ლინდსი გრემის კანონპროექტის ხელმოწერისთვის.