1
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
„ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონი დოლარია. მანამდე ასეთი რამ არავის უნახავს“, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ ყურადღებით ეპყრობა ხარჯებს, მაგრამ შეიარაღებული ძალები არის ის, რისი აშენებაც საჭიროა.
ტრამპის ამ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს – და სწრაფად“, – დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.