ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

3 hours ago 2

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ზე დაწერა.

“იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკასთან, რომელიც მათ გაამდიდრებთ,” – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა “სააღდგომო ზავი” აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინის არაერთი ოლქი დაბომბა. ცეცხლი გაუხსნა საევაკუაციო ავტოკოლონასაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს განაცხადა, რომ რუსეთმა “სააღდგომო ზავი” ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ 2935-ჯერ დაარღვია.

სრულად წაკითხვა