აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 3 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, პარასკევს განაცხადა, რომ სჯერა, ირანთან ომი მალე დასრულდება.
ტრამპს არ მიუცია განმარტება, თუ როგორ მოხდება ეს.
„ის მალე დასრულდება“, — განაცხადა ტრამპმა კანზას-სიტის რადიოსადგურ KCMO-სთან ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს შეიქმნება“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანზე დარტყმას არჩევნებამდე არ განახორციელებს.
ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა, რომლის შეზღუდვის გარშემო 2015 წელს დადებული შეთანხმებიდან აშშ ცალმხრივად გავიდა, არის მშვიდობიანი და ის არ ესწრაფვის ბომბის შექმნას.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ჯერ “12-დღიანი” შემდეგ კი უკვე ხანგრძლივი
ომის დროს დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები და მათ პრაქტიკულად შეაჩერეს მოქმედება. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის გადარჩენილი ურანი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, და შედარებით მაღალგამდიდრებული ურანი, თეირანმა შეიძლება ბომბისთვის გამოიყენოს.
ირანს სურს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა განვითარდეს და სრულ უარს მასზე არ ამბობს.
radiotavisupleba ახალი ამბები