აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ს ტერიტორიად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან 14 აგვისტოს განაცხადა.
„ბლოკადა ჩვენ ხელშია,“ - უთხრა ტრამპმა ნიუ-იორკში, ნასაუს ოლქში გამართულ მიტინგზე შეკრებილ მხარდამჭერებს: „არც ერთი გემი ვერ გაივლის, თუ ჩვენ ამის ნებას არ დავრთავთ.“
აზიაში მდებარე ჰორმუზის სრუტე მსოფლიო მნიშვნელობის მატარებელია. მისი გავლით საუდის არაბეთიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიეწოდება. ახლა ის აშშ-ს კონტროლქვეშაა.
„როდესაც ირანს საბოლოოდ დავამარცხებთ, რომელიც ახლა ძალიან მძიმედ მარცხდება, მალევე გამოვაცხადებ, რომ ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ტერიტორიაა“, - თქვა ტრამპმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საპასუხოდ თქვა, რომ „ირანს მუქარის არ ეშინია“:
„ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება არ შეიძლება ტვიტით, ავიამზიდით, აღმასრულებელი ბრძანებით ან საარჩევნო კამპანიის დროს გამოსვლით. ირანს არც მუქარის ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს“.
radiotavisupleba ახალი ამბები