ტრამპი ის ადამიანია, ვისაც რუსეთზე ზეწოლის გზით, ომის შეჩერება შეუძლია – მერცი

15 hours ago 3

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსეთზე ზეწოლის გზით უკრაინაში ომის შეჩერება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის და ტრამპი, ორივე იზიარებენ მოსაზრებას, რომ „ეს საშინელი ომია“ და რომ ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„[ტრამპი] მსოფლიოში საკვანძო პიროვნებაა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია [ამის შეჩერება] რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით. და მე ვფიქრობ… ჩვენ ახლავე უნდა მოვიმოქმედოთ რაიმე, შევაჩეროთ ეს საშინელება, – თქვა მერცმა და პირობა დადო, რომ ამ საკითხს ტრამპთან დახურულ კარს მიღმა დეტალურად განიხილავდა.

“ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა და პირობა დადო, რომ უკრაინას გააძლიერებს, „რათა პუტინმა ეს ომი შეაჩეროს“.

სრულად წაკითხვა