აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ასპროცენტიანი გადასახადის დაწესებით დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს ახალი ვალუტის შექმნისა და დოლარისგან თავის დაღწევის მცდელობისთვის.
შეერთებული შტატები მოითხოვს BRICS-ის ქვეყნებისგან, რომ არ შექმნან ახალი ვალუტა ან მხარი დაუჭირონ დოლარის შეცვლას სხვა ვალუტით. სოციალურ ქსელ TruthSocial-ში გამოქვეყნებულ სტატუსში, ტრამპი აღნიშნავს, რომ "არ არსებობს შანსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ-ის დოლარი", ხოლო ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ამის გაკეთებას "უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს გადასახადებს."
ტრამპმა თითქმის იდენტური შეტყობინება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, გამოაქვეყნა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საერთო ვალუტის შექმნაზე არ მიდის საუბარი. "BRICS-ში საუბრობენ ახალი ერთობლივი საინვესტიციო პლატფორმების შექმნაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივ ინვესტიციებს მესამე ქვეყნებში, ორმხრივ ინვესტიციებს და ა.შ., აი რაზე მიდის საუბარი" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
„ბრიკსის“ ქვეყნები წლებიან, განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, - რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, აშშ-ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზას წარმოადგენს. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის - ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის - ალტერნატიულ სისტემაზე.
„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა.
წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:
ბრაზილია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.